”შევიდნენ თუ არა მაშინ ჩავარდა…” – ცოტახნის წინ ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ლიფტი ჩავარდა

0
410
28 Views

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის მე-11 კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ლიფტი ჩავარდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა არჩილ რეხვიაშვილმა განუცხადა და საკითხის გაშუქების თხოვნით მიმართა.
მისი თქმით, მეზობელთან სტუმრად მისული რამდენიმე ადამიანი პირველ სართულზე ლიფტში შევიდა თუ არა მაშინვე ჩავარდა.

“გადარჩნენ, პირველზე შევიდნენ თუ არა მაშინ ჩავარდა. მე დღეს გავიგე. გუშინ მოხდა და სამაშველო ჰყავდათ მოყვანილი. 30 წლიანი ლიფტია მეტი რაღა უნდა დაზიანდეს. კარები ხან იკეტება, ხან არა ბოლომდე. ხან რომელ სართულზე ფუჭდება, ხან რომელზე. ყველგან ერთი სიტუაციაა. სხვაგან როდის მოხდება იგივე არავინ იცის, არავინ ყოველწლიურ შემოწმებას არ ატარებს. სტუმრად იყო ვიღაც მოსული მეზობელთან“,- განაცხადა დათო რეხვიაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” ფაქტთან დაკავშირებით ააიპ “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელის მოადგილეს, კარლო ნოდიას დაუკავშირდა.

ნოდია ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე არა ლიფტის ჩავარდნა, არამედ მისი ჩაწევა დაფიქსირდა.

“ინციდენტი მოხდა საღამოს ათის ნახევრისკენ. უბრალოდ ლიფტი ავარიულად გაითიშა და მაგ დროს ხდება, რომ ლიფტმა 15-20 სანტიმეტრით ჩაიწიოს. ლიფტი არის თავის ადგილზე პირველ სართულზე. მოქალაქემ ნაცვლად ცხელი ხაზისა მიმართა 112-ს და მათი საშუალებით მოხდა მათი გამოყვანა ლიფტიდან.

ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შემოსულა. ლიფტიორ კომპანიასთან შეტყობინება დილის ათის ნახევარზე შემოვიდა ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით. ადგილზე არიან კომპანიის წარმომადგენლები და მუშაობენ“,- განაცხადა ნოდიამ.

ლიფტი ამ დროისთვის უკვე ამუშავებულია.

Cesko