22 Views
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოზურგეთში ოჯახი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვას ვერ ახერხებს. პოლიცია ახლობლებს გარდაცვლილთან მიახლოებას, შესაბამისი სამსახურების მისვლამდე უკრძალავს.
შესაბამისი სამსახურები კი ამ დრომდე ოჯახში არ მისულან, რის გამოც უკვე მეორე დღეა მიცვალებული გამოკეტილ ოთახშია დასვენებული.
“სად არ დავრეკეთ, ვის არ მივმართეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ და არც არავინ მოდის. პოლიცია კი ოთახში შესვლას გვიკრძალავს” – ამბობს ჭირისუფალი “მთავარ არხთან“.
გარდაცვლილი 65 წლის რეზო ტარიელაძეა, რომელივ როგორც ირკვევა, ბათუმში, 300 კაციან ქორწილში იმყოფებოდა და კოვიდით იქ დაინფიცირდა. 10 დღეში კი გარდაიცვალა.