მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო: ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მოლდოვა არაღიარებულ დნესტრისპირეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს

October 22, 10:15
0
223

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოლდოვა არაღიარებულ დნესტრისპირეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს და არც მომავალში დააპირებს მდინარე დნესტრზე შექმნილი მყიფე სიტუაციის დესტაბილიზაციას. პირიქით, კიშინეუ, როგორც ყოველთვის, გამოხატავს მზაობას დიალოგისთვის, რომელიც მიგვიყვანდა დნესტრისპირეთის პრობლემის საბოლოო და მყარ დარეგულირებასთან“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე განცხადებით, კიშინეუს ე.წ. სამხედრო განზრახვების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის მოლდოვის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი პრეზიდენტ მაია სანდუს დნესტრისპირეთში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებისკენ უბიძგებს, რათა შემდეგ მოლდოვაში რუმინეთიდან ნატოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ.

Cesko