„ოჯახმა ძაღლივით გამომაგდო… დაბანას ვითხოვდი, მეტს არაფერს“ – ქართველი გოგო იტალიაში დაავადდა და უმძიმეს დღეშია!

0
418
26 Views

იტალიაში მცხოვრები ქართველ ემიგრანტი ფატიმა ნებიერიძე საკუთარი უმძიმესი ისტორიის შესახებ  ავრცელებს ინფორმაციას.

„დამეხმარეთ!!!

ათი თვეა ვმუშაობ რეჯო კალაბრიაში, სახლიდან გაუსვლელად, 24 საათი. გავხდი ცუდად ერთი თვეა, 39 ტემპერატურა. ძლივს დავითანხმე ოჯახი სისხლის ანალიზზე და დამიდგინდა ქრონიკული ლეიკემია. ოჯახმა ძაღლივით მიმაგდო მარტო, არც მკითხულობდნენ, არც ტანსაცმელი მომიტანეს.

გუშინ, გამომიშვეს საავადმყოფოდან, ისევ ცუდ მდგომარეობაში. არ იყო სათანადო მკურნალობა. დავბრუნდი სახლში და ოჯახმა ღამე სახლიდან გამომაგდო ძაღლივით. საშინელი დაუმსახურებელი შეურაცხყოფებიც მომახალეს, თუ არ წახვალ კარაბინიელებს დავურეკავთო.

მოკლედ, ცუდ დღეში ვარ. ადვოკატი მჭირდება, ვიცი მეკუთვნის მეცამეტე, ლიკვიდაციონე და ორი კვირაც მეკუთვნოდა სახლში ყოფნა. დაბანას ვითხოვდი, მეტს არაფერს. +39) 38 83994108 “, – წერს ფატიმა ნებიერიძე.

Cesko