16 Views
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, კენჭი მეორე ვადითაც იყაროს. ამის შესახებ თეთღი სახლის ლიდერმა MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, „ფორმალური“ გადაწყვეტილება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მას ჯერ არ მიუღია, თუმცა აპირებს ამის გაკეთებას.
„როგორც კი ეს მოხდება, მე როგორც კანდიდატმა უნდა ვიმოქმედო. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას – განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.