ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ ცხრავე პირს პატიმრობა შეეფარდა

0
284
28 Views

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.

Cesko