19 Views
ფოტოგრაფი, ლიკა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს მრავალშვილიან ქართულ ოჯახზე, სადაც თერთმეტი ბავშვი იზრდება.
“დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.
გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან.
უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ.
ემოციური და მოულოდნელი იყო.
ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი.
ქუთაისელი დედა, 11 შვილით”, – წერს ფოტოგრაფი და ოჯახის ფოტოს აქვეყნებს.