,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ქოცებს ის არ ეყოთ, რომ პირუტყვივით ექცევიან საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.
ახლა პირუტყვივით შეშინება დაუწყეს:
გუშინ ისხდნენ და ავტობუსებით და მარშრუტკებით ჩამორეკილ ხალხს აშინებდნენ, რომ ჩერგომ და გიგამ თუ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ამ ხალხს დაბალი კლასის მოქალაქეებად ჩავთვლით
– სეგრეგაცია მოხდება.
მეგობრებო, ჩვენ როცა ძალაუფლება გვექნება:
თქვენ არასოდეს ჩამოგრეკავთ ავტობუსებით და მარშრუტკებით ჩვენს მხარდასაჭერად – ჩვენს დროსაც ნანახი გვაქვს, ქოცების დროსაც.
ეს ჩვენი ამოცანებისთვის კონტრპროდუქტიულია – უგემოვნოცაა რა დაგიმალოთ.
თქვენ არასოდეს მოგექცევით პირუტყვივით და არ გაგხდით დასაცინად.
ჩვენ რა ქვეყანასაც ვაშენებთ და რა სისტემასაც ვხედავთ, ის სისტემა თავისუფალი ნების ადამიანებმა უნდა შექმნან – სხვანაირად არ გამოგვივა.
ამიტომ, თქვენი ადამიანობა დაფასდება – უნიკალურად და არა პირუტყვივით – თვლით.
თქვენ არასოდეს მოგექცევით ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა მოგვექცნენ.
ჩვენ ვიცით, რომ ფასით ვართ ნაყიდი და არ უნდა გავხდეთ ადამიანთა მონები – ასე გაგვზარდეს.
სხვანაირად ჩვენს მიზანს, დაფუძნდეს თავისუფალი რესპუბლიკა – ვერ მივაღწევთ.
მოკლედ, მოგეწონებათ თქვენი თავი, როცა/თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ადამიანებად გთვლით და არა პირუტყვად და გული გვერევა, როცა ვხედავთ რომ პირუტყვივით გექცევიან.
თავი არ დააგოიმებინოთ პროპაგანდისტებს.