ქართველი რეპერი, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუ ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას და თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით აგორებულ კამპანიას ეხმაურება.
„არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება მოიძებნოს იმისთვის, რომ ანუგეშო პატარა ანგელოზის მშობლები. მე ვიცი რასაც ნიშნავს შვილის დაკარგვა, ვიცი როგორი ტკივილი და როგორი სიმწარეა ეს! ვუსამძიმრებ პატარა მარიტას მშობლებს და ვიზიარებ მათ ტკივილს აბსოლუტურად ბოლომდე! ახლა რაც შეეხება კახი კალაძეს და ადამიანებს, ვინც ამ ტრაგედიით, ამ საშინელი ინციდენტით ხმების და ქულების მოხვეჭას ცდილობს, ვინც რევანშის და შურისძიების მიზნით ბინძურად და უტაქტოდ, არაადამიანური სისასტიკით ტალახს სცხებთ და თითს იშვერთ და ლანძღავთ, აბრალებთ საშინელებას, ვერც ხვდებით რამხელა საშინელებას, არ ფიქრობთ, რომ ამაზე უარესი შეიძლება თქვენ დაგემართოთ? არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა რაღაც ბო*ობა ამბიციების გამო? იქნებ არ ღირს, ჰაა? უხ, თქვე არასწორებო! ისე, რომ იცოდეთ, ცოტ-ცოტა პასუხისმგებლობა ყველაზეა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე! თავი დაანებეთ ამ კაცს, ისედაც ცუდად არის, თქვენ რომ არ დაუმატოთ. ვიღაცა უპასუხისმგებლომ რაღაც ვერ გააკეთა და მოხდა ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ამ პატარა საოცარი გოგონას დაკარგვას მის ოჯახს… ” – წერს აბუაშვილი. ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში “ყველა სტატია” ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში “ყველა ვიდეო” ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე