„რატომ დაიბადნენ, რატომ სუნთქავდნენ, რატომ თამაშობდნენ, რატომ? რატომ?”” – ნიკო კვარაცხელიას დედა მარიტას ამბავს ემოციურად ეხმიანება

0
332
24 Views

პლატფორმა „ფიდსის” დამფუძნებლის, თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმაურება:

„კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის: ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა იმ მხარეს? ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა? ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა? ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში? ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ? და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო? დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა? ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ? ან ამ აბოს რაღა რჯიდა? იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ, იცოდა?

და მე გპასუხობთ – იცოდა.”

გიორგი კეკელიძე

ჩვენმა შვილებმაც ხომ იცოდნენ რომ მალე მოკვდებოდნენ და რატომ დაიბადნენ? რატომ სუნთქავდნენ? რატომ თამაშობდნენ, რატომ? რატომ? მეც შვილმოკლულმა, განადგურებულმა დედამ ვიცი! კარგად ვიცი ეშმაკთან ბრძოლის საფრთხეები, მაგრამ…

სვეტიცხოვლის მადლი შეგეწიოს ჩემო ბედკრულო და გათითოკაცებულო ქვეყანავ. მართალთა, შორის განისვენე ანგელოზად გაფრენილო პატარა მარიტა. იქ ზეცაში მფარველად, უფლისწულნი გელიან: ნიკო, გიორგი, მირიანი, ლუკა.

ჩვენი ხვედრი კი მიწაზე ტანჯვა და იმიერში შვილებთან ჩახუტების იმედია. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა”, – წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.

მარიტას დღეს დაკრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში იმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.

Cesko