”ეს ექიმი, ციხიდან ახალი გამოსული იყო…” – ახლახანს ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

October 15, 17:43
0
344

ქუთაისში ახალგაზრდა გოგო აბორტს ემსხვერპლა. უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს ინფექციურში თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “მეგა ტვ”-ისთვის გახდა ცნობილი, გოგონას აბორტის საჭიროება ჰქონდა. 33 წლის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახის ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ.

”მეგა ტვ”-ის ინფორმაციით დაღუპულ 33 წლის გოგონას აბორტი, ციხიდან ახლახან გამოსულმა ექიმმა გაუკეთა.

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ი. მ., ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე 2020 წლის იანვარში დატოვა. იგი სასჯელს , 22 წლის ვიოლეტა მატიონოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის იხდიდა.

 

Cesko