17 Views
პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა ლექსი მიუძღვნა.
“ო, ღმერთო!
იქნება მაკმარო
და მზეში მიმფინო ბინდებად,
რაც მინდა, ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება…
ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე, დედაო, მარიამ!
თვალებში ამიშრე სისველე
(შემინდე – ამდენს რომ ვბედავო),
მიშველე,
მიშველე,
მიშველე,
ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი
დათალხულ ფერებში რინდება,
ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ –
მჭირდება, დედაო,
მჭირდება…
გავშიშვლდი, ნიღბები დავყარე,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
ო, როგორ ხარხარებს სამყარო,
ო, როგორ შეშლილი ჟამია”, – წერს ტარიელ ხარხელაური.