“არ დამუქრებია გასვიანის შვილს… მერე დაიდგა სპექტაკლი” – რას ამბობს თვითმხილველი გიორგი გასვიანისა და ძაღლიანი ქალის სკანდალზე

October 15, 18:39
0
470

ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში განმარტა, მისი მეუღლისა და 6 თვის შვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება კაფეში ძაღლიანმა ქალმა განახორციელა.
მოგვიანებით, ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა და ბრალდება უარყო.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, სავარაუდოდ, თვითმხილველის, რომლის მტკიცებით, ძაღლიან ქალს შეურაცხყოფა თავად გასვიანმა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე ძალადობის მუხლითაა აღძრული.

Cesko