“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ…” – რას წერს ვატო შაქარაშვილი კალაძეზე

0
962
36 Views

ორგანიზაცია “აი იას” თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:

“რა მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ?! უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სიხლში გაქვთ ხელები ამოსვრილი! ან მონაწლეები იყავით იმ სისასტიკის ან ამაზრზენად აპრავებდით ან უყრუებდით… სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… ამ პრინციპით ცხოვრობდით! კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდით, ხმა არ ამოგიღიათ მასობრივ მკვლელობებსა და წამებაზე!!! რა ხდებოდა თუ ციხეში თუ ქუჩებში…?! მორალური პედესტალიდან ლაპარაკობთ?! ვის დააჯერებთ, რომ პატარა ანგელოზის სიცოცხლე გადარდებთ…?!
ღამის ვამპირებივით უმალ რომ გამოეყრებით, ერთ წამში ყველა დარგის ექსპერტები ხდებით… საქმე თქვენ არ გიკეთებიათ… არც წარმატების ფასი იცით და არც დაშვებულ შეცდომაზე სინანული…

კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ დღეს ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა!!!”, – წერს შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.

Cesko