23 Views
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ყირიმის ხიდის აფეთქების გამო 8 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულია 5 რუსი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ყირიმის ხიდის აფეთქება ორგანიზებული იყო და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.