28 Views
რუსეთში აცხადებენ, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში ტერორისტული თავდასხმები შეაჩერეს, რომელსაც უკრაინა ამზადებდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 1972 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, რომელმაც უკრაინული მხარის დავალებით კიევიდან ესტონეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში საზენიტო სარაკეტო სისტემები შეიტანა.
მედიასაშუალება წერს, „ეჭვმიტანილმა აღიარა და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით აღიძრა. “