რუსეთის სასამართლომ იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

July 22, 10:45
0
175

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს რუსეთის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გირკინმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას „მეორე ხარისხის სტენოკარდია“ ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ ცნობის აღების დრო არ ჰქონდა:

„ყოველდღიურად ვიღებ საჭირო მედიკამენტებს. მსურს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა მომესაჯოს“, – განაცხადა გირკინმა.

მისი თქმით, გამომძიებლის განცხადება მისი პოტენციური გაფრენის შესახებ საზღვარგარეთ „სასაცილოა“, რადგან მას ინტერპოლი ეძებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ჰააგის ტრიბუნალმა კი სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რუსეთის საქალაქო სასამართლომ რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინი „ექსტრემიზმისკენ მოწოდების“ ბრალდებით დააკავა.

Cesko