“ბრიტანელებმა გაასაჯაროვეს სტალინის დოსიე!…საქართველო მაგალითია, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში” – დემურ გიორხელიძე

0
1239
35 Views

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ბრიტანელებმა გაასაჯაროვეს სტალინის დოსიე!
ეს დოსოე იქმნებოდა ბრიტანეთის დაზვერვის
სამსახურების მიერ.
ბრიტანელებს ვერ დასწამებ რაიმე სიმპათიას სტალინის
პიროვნების მიმართ, მაგრამ როცა მსოფლიო იმპერიაზე
გაქვს პრეტენზია, შენი სამსახურები ზუსტად და ცხადად
უნდა აღწერდნენ მოვლენებსაც და მთავარ აქტორებსაც!
ამაში ბრიტანელებს, საეჭვოა, ვინმე ოდესმე შეედაროს!
მერე ნახეთ დილეტანტებისა და პროფანების შეფასებები
საქართველოში!
ასეა!
სახელმწიფო თუ გინდა გქონდეს, –
მისი სასიცოცხლო ინსტიტუტები განათლებული,
ეროვნული და მაღალპროფესიული კადრებით უნდა
კომპლექტდებოდეს!
საქართველო მაგალითია იმისა –
თუ რისი გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში
(ცხადია, თუ სახელმწიფო გინდა რომ გქონდეს!)
ვდებ “ბლუმბერგის” სტატიის რუსულ თარგმანს:https://inosmi.ru/20221011/stalin-256671259.html

თან ორიგინალსაც ვურთავ!
აი, ორიგინალი:https://www.bloomberg.com/news/articles/2022-10-10/stalin-had-quality-of-greatness-and-personal-charm-said-british-diplomat?leadSource=uverify%20wall ).

Cesko