მთელი ცხოვრებით და მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები თქვენს წინაშე – ვის მიმართავს ნიკა გვარამია?

October 11, 18:10
0
588

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ახლა პატიმრობაშია, სასამართლო პროცესიდან “მთავარი არხის” თანამშრომლებს მიმართა:

“პირველი რაც მინდა ვთქვა, არ მინდა, რომ სენტიმენტალური ვიყო. ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახი ბავშვები, 5 თვეა დაახლოებით და ეს ჩემი მთავარი განსაცდელია. მეორე ჩემი განსაცდელი, ბევრად ნაკლები ნამდვილად არ არის. ეს არის ჩემი არხი, ჩვენი არხი და სანამ მთავარის ოპერატორს და ჟურნალისტს ვხედავ ამ დარბაზში მანამდე ნამდვილად ბევრად უკეთ ვარ, ცუდად არ ვარ, მაგრამ ნამდვილად უკეთ ვარ, თუმცა აქვე მინდა ჩემებს ვუთხრა, რომ მათ არავისი არაფერი არ მართებთ და არც ჩემი მართ შორის და პირველ რიგში ალბათ ჩემი. მე სხვების სახელით არ ვილაპარაკებ, მე მმართებს მათი გაცილებით უფრო მეტი ვიდრე პირიქით. ამიტომ მე ვერანაირ მოწოდებებს ვერ გავაკეთებ თავისთავად ცხადია. მე შემიძლია ერთადერთი, მადლობა ვთქვა, გამოვხატო ის, რომ მთელი ცხოვრებით და მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები თქვენს წინაშე, თუმცა კიდევ ერთხელ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვენ არავის წინაშე ვალში არ ხართ. ეს ნამდვილად ასეა და ჩემს წინაშე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არა”, – განაცხადა გვარამიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სხდომა იმართება. დღეს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერს გაიმართება, რომელსაც მხარეები რეპლიკებისთვის გამოიყენებენ. არაა გამორიცხული მეორე ინსტანციამ საკუთარი ვერდიქტი 24-შივე გამოაცხადოს.

წყარო: მთავარი

Cesko