“გუშინ ორჯერ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში…” – რას წერს ლალი მოროშკინა

0
866
31 Views

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“მე არ მჩვევია ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცზე წერა, მაგრამ ამჯერად ტრადიციას დავარღვევ…
თქვენ გგონიათ, რომ იცნობთ შალვას?

არა!
მიუხედავად სისხლიანი 26 მაისის,სადაც ის შვილებთან ერთად სასწაულად გადაურჩა ნაც.ჯალათებს,

მიუხედავად იმისა,რომ იყო ყველაზე პატიოსანი საპატრულოს უფროსი,(რატომაც დაისაჯა)
მიუხედავად იმისა,რომ დარბაისელი და განათლებული კაცია, მოსიყვარულე მეოჯახე,რალის უბადლო ოსტატი, საუკეთესო თამადა და მეგობარი, თქვენ მას არ იცნობთ, არა!!!

ისევე როგორც არ მცოდნია მე!

გუშინ ორჯერ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში.

გაწვიმდა,წინ მთის ციცაბო ფერდობზე ფრანგების ეკიპაჟს მანქანა მოუცურდა და მოძრაობა გაიჭედა,
ტალახში აზელილი მანქანები მილიმეტრში ცდებოდნენ ერთმანეთს და კლდის წვერს…
გავხედე შალვას.

-იქნებ მაშველებს დაველოდოთ?

-არა,რალი კაცების სპორტია,სადაც არავის არ ელოდებიან-იყო პასუხი.
აი აქ დაიწყო რაც დაიწყო.

ნახევრად მოჭუტული თვალებით გადავიჭირე ყველა ბელტი და სახრე,

ჩემი ჩაფხუტიანი თავი გამალებით ეხეთქებოდა საქარე მინას(არადა ვახურებდი არ დავიფარავ თქო) მუხლები სადღაც ნიკაპში მირტყამდა,მარჯვენა ხელით ვცდილობდი სახელურზე დაკიდებას,მაგრამ ამაოდ.

ის კი რულავდა,სადღაც ცასა და კლდეს შორის…მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი,

როცა ორი წინა ბორბალი ჰაერშია,ორი უკანა კი ლამობს დამუხრუჭებას…

სიკვდილს გავეთამაშეთ,მასაც ყვარებია რისკიანი,შლეგები და გამოგვიშვა.

გავხედე მთავარ პილოტს,არც ნერვი შეტოკებია,არც დაუწუწუნია…

არტიკულაციაზე მივხვდი,რომ მამაო ჩვენოს იმეორებდა….

მე ეგეც ვერ შევძელი…

-აბა როგორ არის ჩვენი პოზიტივის დედოფალი?

ვითომც არაფერი მომხდარა,ჰოლივუდის ღიმილით მკითხა პილოტმა,

როდესაც სასწაულებრივად,

ვირტუოზული მოძრაობებით გახედნა და დაიმორჩილა ჩვენი რკინის რაში.

-შენნაირ პილოტთან

თუნდაც ომში!

იყო ჩემი პასუხი,რომელიც სავარაუდოდ არ ისმოდა. ენა სასაზე მეწებებოდა,ძრავი ყმუოდა და ჩაფხუტი ხმას ფანტავდა,

მაგრამ მაინც…

სადღაც “იქ” ტვინს იჭყლეტენ ახალი გმირების შექმნით,არადა აგერ არიან,ერთი ხელის გაწვდომაზე…

მადლობა მეგობარო!”, – წერს მოროშკინა.

 

Cesko