“ამ კაცს პირდაპირ უნდა ციხე! გვეყოფა დუმილი! მოხსენით და დააკავეთ!” – ვისზე წერს ნათია ბერიძე

October 11, 13:45
0
937

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მოსამართლე, მამუკა წიკლაურის თანამდებობიდან გადაყენებას და დაკავებას ითხოვს. ჟურნალისტი მიზეზებსაც განმარტავს.

“ადეიშვილის ნათესავი მოსამართლე მამუკა წიკლაური რომ პანტა პუნტით უშვებს დამნაშავეებს, მკვლელობაში ბრალდებული, არასრულწლოვანის მიმართ ძალადობაში ბრალდებული, ახლა ქალზე მოძალადე, რომელმაც გამოშვებიდან სამ დღეში სასტიკად მოკლა ცოლი წლინახევრის შვილის თვალწინ და ბავშვთან ერთად დატოვა მოკლული ქალი.

ამ კაცს პირდაპირ უნდა ციხე! არ ვიცი მე კანონები, ვერ ვერკვევი, როგორ შეიძლება ამ კაცს დაატოვებინონ თანამდებობა, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოში საბოტაჟი გრძელდება, რაც საშინელი შედეგებით სრულდება! გვეყოფა დუმილი! უკვე შეუძლებელია! მოხსენით და დააკავეთ!”, – წერს ნათია ბერიძე.

Cesko