დიზაინერი ზალიკო ბერგერი ჰყვება, თუ როგორ დაეხმარნენ ანუკი არეშიძე და კახა კალაძე მის ოჯახს.
ზალიკო ვერგერი ამ ისტორიის შესახებ “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
“ერთ ამბავს მოგიყვებით, ჯერ არავისთვის მომიყოლია, არც ტელევიზიაში მითქვამს აქამდე. წლების წინ, ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიღწევებზე ვილაპარაკე, ბევრს ამის გამო წინა მთავრობის მხარდამჭერი ვგონივარ, რაც მიშამ ბათუმში ააშენა ძალიან კარგია, ამ სიტყვებს უკან არ წავიღებ, უკეთესები ააშენონ სხვებმა, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ერთი უსიამოვნო ამბავი გადაგვხვდა თავს. ზურა ხაჩიძე ჩემი დეიდაშვილია, დედაჩემი – ბელა ელექტროენერგიის მწარმოებელ, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიის უფროსს უთხრეს, რომ ბელა ოპოზიციონერიის დეიდააო, რის გამოც, სამსახურიდან გამოუშვეს. საშინელი დღეები გადავიტანეთ, ბელა 2 წლის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი იყო. პირველად ვყვები ამ ისტორიას, კომპანიას მიზეზი ჰქონდა, რომ ბელა სამსახურიდან გამოეშვა. ეს ამბავი რთულად გადავიტანეთ… ძალიან ენატრებოდა ბელას თავისი სამსახური. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. კახის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ანუკამ კი ბევრჯერ იკითხა ბელას ამბები, წუხდა, რომ დედაჩემი აღარ მუშაობდა. ჩემთვის სამართლაინობა აღდა და ბელა სამსახურში დააბრუნეს – კახი ძალიან დაგვეხმარა“, – ამბობს ზალიკო ბერგერი.
მისივე თქმით, კახა კალაძე მან 2000 წელს გაიცნო.
„კახი მილანში თამაშის დროს გავიცანი, თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა და ისე მინდოდა მისი გაცნობა, რა გითხრათ… ერთმანეთი საერთო მეგობარმა გიორგი დემეტრაძემ გაგვაცნო, 2000 წელი იქნებოდა. სადღაც დაწერეს, ზალიკო სამტრედიელია და იქ გაიცნოო, ტყუილია, მოგვიანებით მილანში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან ვამაყობდი და ვამაყობ მასთან მეგობრობით.
არაჩვეულებრივი, თავის მეგობრებზე გადაყოლილი, ერთგული მეგობარია. მილანში თამაშის დროს, მთელი მსოფლიო რომ იცნობდა, მაშინაც არ დავიწყებია ბავშვობის მეგობრები. როდესაც ხალხი ახსენებს მის ავტოგოლს, ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანამ დიდი ტკივილი მიაყენა მას და თვითონ არასდროს გაუხსენებია ეს ტკივილი ხალხისთვის”, – იხსენებს ზალიკო.