„მომაკვდავ მამას სახლში მატანენ! გთხოვთ, დამეხმარეთ“ – რა გასაჭირში ჩავარდა მანო სვანიძე?

0
948
64 Views

მანო სვანიძე პოსტს აქვეყნებს, სადაც ყველას სთხოვს, რომ დაეხმარონ მამის კლინიკაში მოთავსებაში.

„მამაჩემს სჭირდება სასწრაფოდ ფეხის ამპუტაცია, განგრენაა დაწყებული. ასევე აქვს ასპირაციული პნევმონია, ჰალუცინაციები. ორი დღის წინ გამოწერეს რეანიმაციიდან. ესაჭიროება ჟანგბადი, სანაცია და ინტენსიური მოვლა. საოპერაციოდ გადმოიყვანეს, მაგრამ ამწამს დაუდასტურდა კორონა და აღარ იღებენ, კორონიანებში ადგილები არ აქვთ. რამდენიმე საათია უკვე სასწრაფოს მანქანაში, უშედეგოდ ვეძებთ სადმე, რომელიმე კოვიდიან ინტენსიურში რამე ადგილს. არც ერთი საავადმყოფო არ იღებს.

ვინმეს რამე ნაცნობი თუ გყავთ და იცით სადმე სანაცნობოსთვის გადანახული ადგილი, გთხოვთ, დამეხმარეთ. თორემ მომაკვდავს სახლში მატანენ, თუ არავინ მიიღო”.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს საქართველოში. ოჯახის წევრებისთვის კლინიკებში ადგილებს ხშირად ვერ პოულობენ.

Cesko