თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა – ,,ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი, ბოლოს დიდგორის ველზე ვნახე, გულში ჩამიკრა…” – ინგა ბერიკაშვილი

0
1189
34 Views
ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ მეჭიაურის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში ავრცელებს

როგორც ცნობილია, მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. თამაზ მეჭიაური მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა..

ბატონი თამაზის გასახსენებლად იხილეთ მოკლე ვიდეო:

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

სამწუხაროდ, ექიმებმა პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის დღეს გარდაიცვალა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

,,ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი… ყველას ძმაზე და მამაზე მეტირება… მე ხომ ვიცი, ეს რა გაუსაძლისი მარადიული ტკივილია. როგორი იმედი მქონდა
და როგორ მეზიზღება ეს მკვლელი ვირუსი… როგორი დაუნდობელია და როგორ არჩევს რჩეულ ხალხს. ვინ იყო ჩემთვის ბატონი თამაზი? ქართველი ვაჟკაცი! სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი… ყოველთვის სიმართლის და ხალხის მხარეს მდგომი.

ბოლოს დიდგორის ველზე ვნახე ბატონ ტარიელთან ერთად და ორივემ გულში  რომ ჩამიკრა, ბედნიერი ვიყავი. ძალიან მეტკინა, გულით ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდება. ნათელი მის სულს. გაფრინდა ზეციურ სამყაროში მირქმას”

 

 

Cesko