ამას ბოლოს მივხვდი – რა კარგია, თუ ვინმეს შენი შურს, რადგან შენ მასზე უკეთესი ხარ, – ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ განაცხადა.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა იგი დღემდე შურს, ბრეგვაძემ განაცხადა, რომ შურის მომენტი ყველა პროფესიის ადამიანშია და ერთმანეთის მიმართ მომღერლებსაც აქვთ.
„ბუნებრივად გამომდიოდა, რომ შურს ყურადღებას არ ვაქცევდი. ვერ გეტყვი, ჩემ მიმართ შური ალბათ, იყო და დღესაც არის, მაგრამ შემდეგ მივედი იმ აზრზე – ვისაც შურს, ვთქვათ მომღერალს, (მე მომღერლებზე ვსაუბრობ, რადგან მათთან მაქვს საქმე) ვერავის დავასახელებ და რა უფლება მაქვს, რაიმე ვთქვა, მაგრამ თუ შენ სხვისი შეგშურდება, ე.ი. ის შენზე უფრო ძლიერია, თორემ შენზე ნაკლების არ შეგშურდება. ხომ მართალია? ამას ბოლოს მივხვდი – რა კარგია, თუ ვინმეს შენი შურს, რადგან შენ მასზე უკეთესი ხარ“, – განაცხადა მომღერალმა.
ბრეგვაძის თქმით, როდესაც რომელიმე მომღერლის ნამღერი მოსწონს, იგი ამას მომღერალს პირადად ეუბნება. ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ბოლოს მან კარგი სიმღერისთვის სეფაშვილი შეაქო.
მისივე თქმით, კარგი ნამღერისთვის მას ასევე ანრი ჯოხაძე და სხვა მომღერლებიც შეუქია.