რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას – ვლადიმირ პუტინი

October 10, 15:01
0
439

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას. შესაბამისი განცხადება მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას. 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე მომხდარმა აფეთქებამ რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. დღეს კი რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 8 ადამიანი.

Cesko