ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი წერს, თუ რა გადახდა იტალიაში, უპასპორტოდ მგზავრობისას.
“რომ არ დავწერო არ შემიძლია, ისეთი ემოციებით ავივსე მომხდარისგან.
იტალიის ერთ-ერთი ქალაქიდან მატარებლით მივდიოდი სხვა ქალაქში, საქმაოდ კარგა ხანია ასე ვმოგზაურობ იტალიის შიდა ქალაქებში და იქაურ პოლიციას ჯერ არ გავუჩერებივარ, პირველი შემთხვევა იყო. ვარ ტურისტი! მომთხოვეს პასპორტი, რომელიც არ მაქს, რადგან ამ დილას აღმოვაჩინე, რომ სხვა ქალაქშია, მე კი აქ ვარ და 2 მეტრიანი კაცი მადგას თავზე, ელოდება პასპორტს როდის ვანახებ…
წუთიერი დუმილის შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი წარმოვიდგინე რაც კი შეიძლება, გავხედე ამ პოლიციელს საწყალი სახით და ვეუბნები, არ მაქვს თქო თუ გინდა სურათს გაჩვენებ-მეთქი. მაგ დროს ამ კაცის სახე უნდა გენახათ, ვერ ვხდებოდი გამეღიმა თუ მეტირა. მანახეო – ვეძებ ამ პასპორტის სურათს 5000 სურათში და ამას ვატყობ უკვე რომ ევსება მოთმინების ფიალა. გულში ვფიქრობ ლილიანა გამაგრდი. რამენაირად ავუხსნი თქო ამ პასპორტის ამბავს და იქნება გაჭრას თქო.
როგორც იქნა, ვიპოვე ამოსაწყვეტი სურათი და მივაწოდე ეს ტელეფონი, წამის მეასედში ამ კაცმა იმხელა ხმაზე დაიყვირა “საქართველოს” შევხტი მოულოდნელობისგან, უცებ ჩამეხუტა და ცრემლები წამოუვიდა ამ 2 მეტრიან დევივით კაცს.გაოცებულმა გავხედე ვერ მივხდი რა ხდება თქო, ან რა ვთქვა… თავის მეწყვილეს რაღაც გადაულაპრაკა იმანაც ბედნიერება რაღაც მითხრა იტალიურად და ეხლა ორივემ მიმაცილა მატარებლამდე სულ არ ახსოვთ ჩემი პასპორტი, მთავარი ის იყო მაგათვის რომ ქართველი ვარ. ამომყვნენ მატარებელში, ჩემ ადგილას დამსვეს და წასვლის დროს “Forza Kvara” ისეთი ბედნიერი სახეებით თქვეს სიხარულოს ცრემლები წამომივიდა, სიტყვებით ვერ ავღწერ ამ შეგრძნება. წარმატებები ოქროს ბიჭს, ხვიჩა კვარაცხელიას”.