“კიბეებზე ჩამოვარდა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა” – რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პუტინზე და რას აცხადებენ კრემლში

0
934
28 Views

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ პუ­ტი­ნი კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­ვარ­და, რა დრო­საც უნებ­ლი­ედ, მო­ი­საქ­მა. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Newsweek-ი წერს.

“ტე­ლეგ­რამ­ზე“ არ­ხმა, General SVR გა­სულ კვი­რას გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა სტრე­სუ­ლი დღე ჰქონ­და პუ­ტინს – სავ­სე რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა და უკ­რა­ი­ნას­თან ომის შე­სა­ხებ დის­კუ­სი­ე­ბით.

რო­გორც არხი წერ­და, დღის ბო­ლოს პუ­ტინს კი­ბე­ზე ფეხი და­უც­და და ხუთ სა­ფე­ხურ­ზე და­გორ­და, შე­დე­გად, კუ­დუ­სუ­ნის ძვა­ლი და­ი­ზი­ა­ნა. ყო­ვე­ლი­ვემ კი სა­ვა­რა­უ­დოდ, “უნებ­ლიე დე­ფე­კა­ცია” გა­მო­იწ­ვია.

  • Newsweek-ი წერს, რომ მათ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კი­თხვე­ბით კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურს მი­მარ­თეს და პა­სუ­ხიც მი­ი­ღეს. პუ­ტი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუ­ეს უწო­დებს. “თქვენს კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის სრუ­ლი სიც­რუე”, – აცხა­დე­ბენ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

უც­ნო­ბია, თუ ვინ დგას General SVR-ის არ­ხის მიღ­მა, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანო­ნი­მურ არხს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მარ­თავს, რო­მელ­საც კრემ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი აქვს. ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს პუ­ტი­ნი­სა და მისი პო­ლი­ტი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პოს­ტებს. არ­ხმა არა­ერ­თხელ გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ცნო­ბის­თვის, პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უკვე წლე­ბია, რაც ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბა. რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის ლი­დე­რი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა.. ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია – რომ პუ­ტინს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რომ კიბო აქვს, ასე­ვე წე­რენ მისი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც. თუმ­ცა კრემლში ყვე­ლა ამ ცნო­ბას უარ­ყო­ფენ.

წყარო: https://www.ambebi.ge/

Cesko