უნგრეთი არ აპირებს, უარი თქვას რუსულ ენერგომომარაგებაზე, ვეძებთ სხვა წყაროებს, მაგრამ რუსული რესურსების ჩანაცვლების მიზნით არა – პიტერ სიიარტო

0
339
18 Views

უნგრეთი არ აპირებს რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას, თუმცა აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა მწარმოებლებთან დივერსიფიკაციის მიზნით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„არ ვაპირებთ არც ნავთობის და არც ბუნებრივი აირის რუსული მომწოდებელი კომპანიის შეცვლას. ჩვენთვის რუსეთი საიმედო პარტნიორი იყო, როგორც „გაზპრომი”, ასევე ნავთობის მწარმოებელი. სხვა საკითხია დივერსიფიკაცია. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ გვინდა, ერთის მეორე წყაროთი ჩანაცვლება. დივერსიფიკაცია ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვეძებთ სხვა წყაროებს, მაგრამ არა რუსული რესურსების ჩანაცვლების მიზნით”, – აღნიშნა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან მთავარი მომწოდებლები, რომლებსაც შეუძლიათ უნგრეთისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. როგორც სიიარტო აცხადებს, ამ საკითხზე უნგრეთი მათთან მოლაპარაკებებს მართავს.

Cesko