“ნაცმოძრაობის” წევრი თენგო სანაია დააკავეს

September 27, 10:16
0
1156

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თენგო სანაია წუხელ სამართალდამცველებმა დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“თენგო სანაიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია თენგო და ჩემი ინფორმაციით გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოში, ძალიან მალე ვიქნები ადგილზე! შევიკრიბოთ სამმართველოსთან!”, – წერს შენგელია.

შენგელიამ მოგვიანებით განმარტა:

“თენგო სანაია თავისუფალია და ეხლა სახლშია ოჯახთან!
მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო და თქვენი ყურადღება გავამახვილო რამოდენიმე ფაქტზე და განსაკუთრებით მინდა ვუპასუხო სოციალურ ქსელში ,,მოღლიცინე” თუ თავისი უმსგავსო საქციელების ,,გამპრავებელ” ადამიანებს… თვალი მოვკარი სრულ სიცრუეს რომ თურმე ეს დაკავება არიყო და იყო გამოკითხვა. მე ვინც მიცნობს იცის რომ არც ტყუილს ვიკადრებ და საკუთარ თავზე არაერთგზის გამოცდილი მაქვს რეჟიმის მიერ როგორც დაკავება ისე გამოკითხვაზე დაბარება. რაც მოხდა დღეს საღამოს ეს იყო რეჟიმის ზონდერების (პოლიციელებს სამწუხაროდ ვერ ვუწოდებ) მიერ თენგოს დაკავება, საათზე მეტს ხანს სახლის უკანონო ჩხრაკა, დატერორებული თენგოს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ჩამორთმეული ტელეფონები და სახლში გათიშული ყველა საკომუნიკაციო საშუალება, 30-ზე მეტი დაგეშილი ზონდერის სპეცოპერაცია ყოველგვარი სამართლებრივი განმარტებების გარეშე, ტყვილი რომ სამგორის სამმართველოში გადაყავდათ, როგორც სამმარათველო ისე ყველა სამგორში არსებული განყოფილება შემოვიარეთ და ვერსად მივაგენით, ქალაქის სამმართველოში ყავდათ გადაყვანილი, სადაც არშეუშვეს ადვოკატი, დაგვიმალეს ბოლომდე და ახორციელებდნენ ზეწოლას, ჩამოართვეს ტელეფონი და ქალაქის სამმართველოშია პოლიციელების ხელში, ამას ქვია დაკავება და არა გამოკითხვაზე დაბარება! საქმე გრძელდება ხვალ კი მუმლაძეს გამოკითხავენ….
ჩემი ადვოკატირება თენგოს ნამდვილად არ ჭირდება მხოლოდ ერთს დავწერ ის თავადაა ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი, მუდამ იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ და ეს გაუგონარი სიტვაციაც ძალიან მალე შეიცვლება დარწმუნებული ვარ, არც გუშინ მოსულა პარტიაში 15 წელზე მეტია ენმს ღირსეული წევრია და არასდროს არცერთ ბრძოლას არგამოკლებია რეჟიმის წინააღმდეგ, პირიქით მუდამ მოწინავე პოზიციებზე იყო და ასეც იქნება! მისთვის მთავარი მოტივატორი ყოველთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა და მასთან ერთად ბრძოლა იყო!
ამ ომს კი აუცილებლად მოვუგებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის რეჟიმს!”

Cesko