ოჯახი ამტკიცებს, რომ 18 წლის ორსულმა მეზობელმა დიდ ოდენობით ოქრო და ფული მოჰპარა – “კანონში წერია, რომ ფეხმძიმობის გამო ადამიანები პასუხს არ აგებენ?”

0
323
329 Views

მარნეულში 18 წლის ორსულმა ქალმა მეზობლის სახლიდან დიდი რაოდენობით ოქროულობა და თანხა მოიპარა. დაზარალებულების მტკიცებით, მათ ყველა მტკიცებულება და სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გადასცეს პოლიციას, თუმცა შესაბამის უწყებებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათი თქმით პოლიცია ქალს ფეხმძიმობის გამო არ იჭერს, ქალი კი ამბობს, რომ მოპარული ოქროულობა უკვე გაყიდა და უკან ვერ დააბრუნებს.

“ჩემი სახლი გაქურდეს, 18 წლის ქალი შევიდა საცხოვრებელ სახლში და დიდი ოდენობით ოქრო და თანხა მოიპარა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა. ამიტომ სათვალთვალო კამერები დავაყენეთ. პოლიციამ თვითონ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა, რეალურად, თუმცა აქ კრიმინალი ისევ ყვავის. არაფრის იმედი არ გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. ჩვენ გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ქალმა აღიარა, რომ ჩვენი სახლიდან თვეების მანძილზე არაერთხელ მოუპარავს თანხა 50-100 ლარის ფარგლებში, ახლა კი აცხადებს, რომ ოქროულობა რომელიც მოგვპარა უკვე გაყიდა და უკან ვერ დაგვიბრუნებს. ვის მიმართო არ ვიცი, დაუცველები ვართ. კანონში წერია, რომ ფეხმძიმობის გამო ადამიანები პასუხს არ აგებენ?” – განაცხადა დაზარალებულმა.

Cesko