35 Views
მედიაში ვანო მერაბიშვილზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა.
ინციდენტი ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. ინფორმაციას თავად უცნობის სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა. ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს. ის არც „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს პასუხობს.
ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ მოძრაობა „აი იას“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა გაავრცელა.
imedinews.ge