35 Views
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.
„[საფრანგეთის] პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, – აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტანკების რაოდენობა და მიწოდების დრო არ დაუზუსტებიათ.