ზელენსკიმ გამარჯვება დააპირა, შედეგმა დასავლელ სპონსორებს იმედები გაუცრუა – რას ამბობს ვიაჩესლავ ვოლოდინი?

0
763
29 Views

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დასავლეთს არ სურს, პასუხისმგებელი იყოს უკრაინაში დამარცხებაზე.

“ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ახალი რიტორიკა გაისმა: უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების საკითხი მთლიანად ზელენსკიზეა დამოკიდებული. ადრე ისინი საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ ბრძოლის ველზე. არ უნდათ, პასუხისმგებლობა აიღონ დამარცხებაზე“, – წერს ვოლოდინი.

მან აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ გაამართლეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოლოდინი.

“ზელენსკიმ გამარჯვება დააპირა. შედეგმა დასავლელ სპონსორებს იმედები გაუცრუა“ – დასძინა ვოლოდინმა.

Cesko