არავინ მისცემს „უსაფრთხოების გარანტიებს” უკრაინელ ნაცისტებს, მით უმეტეს, რომ მათი პროექტი არსებითად, მესამე მსოფლიო ომის „პროლოგია“ – მედვედევი

September 13, 20:52
0
463

კიევი არ მიიღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“, მით უმეტეს, რომ მათი პროექტი არსებითად, მესამე მსოფლიო ომის „პროლოგია“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების” პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტებს” უკრაინელ ნაცისტებს”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

მისი თქმით, სამხედრო კამპანია უკრაინაში გადავა ახალ დონეზე და დაკარგავს ხილულ საზღვრებს, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევის იარაღით დატენვას.

„ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა – სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) – საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენვას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, – წერს მედვედევი.

მისი თქმით, ამ კამპანიას არ ექნება ხილული საზღვრები და მხარეთა ქმედებები პოტენციურად არაპროგნოზირებადიც კი გახდება.

„ის მიჰყვება თავის სამხედრო სცენარს, რომელშიც ჩაერთვებიან ახალი მონაწილეები. ყოველთვის ასე იყო” , – წერს მედვედევი.

Cesko