თავდაცვის საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადებით, ჩინეთმა მოახერხა გამხდარიყო რუსეთთან ურთიერთობაში უმცროსი პარტნიორი.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ ხდება რუსეთი უფრო მეტად ჩინეთის კონტროლის ქვეშ. ეს არის ჩინეთის მიერ ჩამოყალიბებული ალიანსი და რუსეთი მასში უმცროსი პარტნიორია“, – აცხადებს ბოლტონი.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ასეთი ურთიერთობები შეერთებული შტატებისთვის პრობლემაა.
ბოლტონმა ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს ჩინეთის, რუსეთის ფედერაციის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებაზე.
„ჩვენ მშვიდად ვსხედვართ, ჩინელები, რუსები, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები თავიანთი ურთიერთობების გასამყარებლად მოძრაობენ და გვემუქრებიან“, – აცხადებს ბოლტონი.