სტამბოლის გარეუბანში, ფეშენებელურ რესტორანში რუსი “კანონიერი ქურდის” ევგენი ვესიოლკინისა და ქართველი ქალის, ნათია დოლიძის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. 42 წლის ნათია დოლიძემ და და 45 წლის ვესიოლკინამ ჯვარი მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერეს, მოძღვარიც ამ დღისთვის საქართველოდან თურქეთში სპეციალურად ჩავიდა.
“პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, ევგენი ვესიოლკინი, მეტსახელად, “ჟენია ვესიოლი“ 1977 წელს დაიბადა. მისი ქურდად კურთხევა 2013 წელს მოხდა. მანამდე რუსეთში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და სხვადასხვა ციხეში მოიხადა სასჯელი. ამჟამად ცხოვრობს თურქეთში და საკმაოდ დაახლოებულია ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მდიდრული ქორწილი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უამრავი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა. ქორწილის პირველ დღეს სტუმრებისთვის დრესკოდი თეთრი და შავი ფერი იყო. სწორედ ამ ფერებში იყო გაწყობილი პატარძლის კაბა ქორწილის პირველ დღეს, ხოლო მეორე დღეს ის წითელი კაბით იყო წარმოდგენილი.
პატარძლის ჩაცმულობაზე თურქეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა შალი ხიმშიაშვილმა იზრუნა. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ქორწილის სუფრა მთლიანად საქართველოდან წაღებული ქართული ტრადიციული კერძებით იყო გაწყობილი და სუფრის თამადაც ქართველი გახლდათ.
ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.