რუსეთის საელჩო – ლონდონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ურანის ჭურვების გადაცემის გამო პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

0
289
24 Views

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში გაღარიბებული ურანის ჭურვების გამოყენების შედეგებზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, – ამის შესახებ ლონდონში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ახლა სრულიად ნათელია, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანას მოუმზადა არა მხოლოდ ანტირუსული სამხედრო პოლიგონის, არამედ რადიოაქტიური „სამარხის“ როლი“, – აცხადებენ საელჩოში.

მათი მტკიცებით, ლონდონი ვერ შეძლებს პასუხისმგებლობა კიევზე გადაიტანოს და თავად „წყლიდან მშრალი ამოვიდეს“.

„მოვუწოდებთ ბრიტანეთის ხელისუფლებას, ნუ ექნებათ მოჩვენებითი იმედები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ისრების გადატანით, რომლის განკარგულებაშიც ტოქსიკური საბრძოლო მასალა აღმოჩნდა, შეძლებენ წყლიდან მშრალი ამოვიდნენ. ლონდონი ვერ შეძლებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის კიევზე გადატანას“, – აღნიშნავენ რუსი დიპლომატები.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპმა გუშინ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ათასობით სატანკო საბრძოლო მასალა გაუგზავნა, მათ შორის გაღარიბებული ურანით.

Cesko