სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

September 12, 09:38
0
304

თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე რესტორანში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას cnn-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, არიან დაჭრილებიც. სროლა ორ შეიარაღებულ ჯგუფს შორის დაიწყო.  კონფლიქტის მომენტი სათვალთვალო კამერაზეა ასახული.

„გაურკვეველი მიზეზით დაწესებულებაში მყოფ  ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება დაიწყო. დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა“, – წერს მედიასაშუალება.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.

Cesko