„უკვე გაუსაძლისი გახდა… მილიონი ადამიანი ჩაერია, შსს და რა ვიცი…“ – რაზე საუბრობს მამულიჩა?

August 30, 09:46
0
783

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს.

„ვეღარ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა კიდევ ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ როგორც ვატყობ უკვე გაუსაძლისი გახდა.

რაც შეეხება ამ რაღაც გათამაშებებს. უბრალოდ ვერ ვხვდები, რას ათამაშებთ? 5 წლის წინანდელი ჩვენი ლაივია დადებული და ციფრებს თუ რაღაცებს თამაშობენ ქვემოთ, და აძლევენ თავის მონაცემებს.

რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე მე არ ვიცი. მილიონი ადამიანი ჩაერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა ვიცი, ეს პრობლემა არ გვარდება. შეეშვით ამ უაზრო გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას“ – აცხადებს კახა მამულაშვილი.

Cesko