სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
“ხომ შეიძლება ყველა ფედერაციის პრეზიდენტი მოვიწვიოთ, ყველამ თქვას რა ბიუჯეტი აქვს და მერე გვკითხონ, მედიცინას რომ დააკლდა მილიონი, რატომ დააკლდა. როგორც შეიძლება შეჯიბრებების ბიუჯეტი შეკრებების ხარჯზე გაიზარდოს და მედიცინას დააკლდეს, იმ შეკრებაზე რისკ ფაქტორი რამდენია, ყველა ვარჯიშზე შეიძლება ათასი ტრავმა მოხდეს, ამიტომ არასწორად დაგეგმილი ვარჯიში და შეკრება ტრავმების მიზეზია, რომლითაც ჩემთან მოდიხართ.
ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ, მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენი 500 და 100 ლარი. მაშინ ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიჯდებათ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები, ყველა ფედერაციას ასე მივმართავ. ალბათ, ასე იქნება უკეთესი, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში საერთოდ არც ერთ მინისტრთან არ ვყოფილვარ შეხვედრაზე. მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა, არ არის მგონი დიდი პრობლემა, უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ სპორტში, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული”, – განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.