საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ორი უცხოელი ექსპერტი ჩაერთვება

August 27, 00:03
0
432

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ორი უცხოელი ექსპერტი ჩაერთვება. როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ Cnews.ge-სთან განაცხადა შაბათ-კვირას საქართველოში იქნება ამერიკელი ექსპერტი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი შვეიცარიიდან საქართველოში ორშაბათს ჩამოვა.”გუშინწინ ჩაბარდა ჯანდაცვის სამინისტროს განიხილეს და დღეს უკვე მოგვივიდა ნებართვა ამერიკელი ფსიქიატრიული ექსპერტიზის  საექსპერტო საქმიანობაზე საქართველოში ბატონ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და შვეიცარიელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის  მუშაობაზე. ერთ-ერთი  აპირებს შაბათ-კვირას ჩამოსვლას. ვარკვევთ, მოგვცემს თუ არა პენიტენციური სამსახური  იმის   უფლებას, რომ ექსპერტი შაბათ-კვირასვე შევიდეს მესამე პრეზიდენტთან და ჩაატაროს ექსპერტიზა. ორშაბათს უკვე თბილისში იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი შვეიცარიიდან. კიდევ ორ ექსპერტზე შეტანილია ჯანდაცვის სამინისტროში  განცხადება და ველოდებით პასუხს ამ დღეებში”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ ჩვენთან საუბრისას.

Cesko