ტრამპი: პოლიტიკურ ყაჩაღებს უფლება არ ჰქონდათ, ჩემი რეზიდენცია შტურმით აეღოთ!

August 27, 09:00
0
509

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკანონო ქვეყანაში ცხოვრობს.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა და საკუთარ სახლში ჩატარებული ჩხრეკა კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ჩემი ლამაზი სახლი დარბეულია“ – FBI-მ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

„საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის მიხედვით, პოლიტიკურ ჰაკერებს და ყაჩაღებს არ ჰქონდათ უფლება, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაზე შტურმი განეხორციელებინათ და ყველაფერი მოეპარათ, მათ შორის პასპორტები და პრივილეგირებული დოკუმენტები. ისინი სეიფშიც კი შეიჭრნენ, სეიფში, გჯერათ? დაიჯერებ? ეს აქტი შეიქმნა ძალიან კარგი მიზეზის გამო და მუშაობს. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ უკანონო ქვეყანაში. განაგრძეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული – ის თქვენს გულებში უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე!!!” – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ფარგლებში, FBI-ს აგენტებმა მელანია ტრამპის გარდერობიც გაჩხრიკეს

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ FBI ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო

ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკაზე – არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი

Cesko