37 Views
ცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში _ მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით გარდაიცვალა.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დაბლაციხეში ლევან ცინცაბაძე ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. “კერხერიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.