ლუჩანო სპალეტი – კვარაცხელია იდეალური მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია

October 30, 19:30
0
294

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სასუოლოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და მიუხედავად ანგარიშში დიდი უპირატესობისა (4:0), მეტოქის შექმნილი მომენტებით უკმაყოფილება გამოხატა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიაზე პატივისცემით ისაუბრა.

„გუნდი იმსახურებს განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს 13-მატჩიანი მოგებათა სერიისთვის. მე ვავარჯიშებ სერიოზული პროფესიონალების ჯგუფს, რომლებიც ყოველთვის კარგად ვარჯიშობენ და ყოველთვის გამარჯვებისთვის გადიან მოედანზე.

თუმცა დღეს ჩვენ ძალიან ბევრი შანსი მივეცით მეტოქეს, ასეთ დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გოლს ყოველთვის შეუძლია თამაშის შემოტრიალება ისეთ დროს, როდესაც გგონია, რომ მეტოქე დამარცხებულია.

კვარაცხელია – ის იდეალურია, ყველაფერი შეუძლია და ძალიან კარგი ბიჭია, რაც დღესაც გამოავლინა. თავდამსხმელებს დაცვაში დახევა და გუნდისთვის თამაში არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც დღეს კვარაცხელიამ გააკეთა – მან გუნდზე ითამაშა“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.

„სასუოლოსთან“ გამართული მატჩით „ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 მოგება გაიფორმა სერია „ა“-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი გაიტანა.

Cesko