37 Views
გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” მორიგი სტუმარი მომღერალი – ზუკა ხუციშვილი გახლდათ. მან მამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამამისს – გიო ხუციშვილს ზრდილობაზე ლექციების კითხვა არ უყვარდა.
„თავისი ქმედებებიდან გამომდინარე ვცდილობ დავემსგავსო მას. .არასდროს უყვარდა ჭკუის დარიგება და ლექციების კითხვა. იმდენად დიდი სიცარიელე დატოვა, რომ ძალიან რთულია. მის ნახევარს თუ მაინც გავაკეთებ ცხოვრებაში, რაც გიომ გააკეთა მადლობელი ვიქნები. თითქოს, დაბადებიდანვე წიგნაკი ჰქონდა, სადაც ეწერა, როგორ უნდა ეცხოვრა სწორად, როგორ უნდა ყოფილიყო ადამიანი”, – ამბობს ზუკა ხუციშვილი.