443 Views
ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ცოტახნის წინ „ნოე ჟორჟოლიანის შოუში“ სტუმრად იმყოფებოდ რა დროსაც ოთომ ერთი სახალისო ისტორია გაიხსენა:
რამდენიმე თვის წინ, კოპენჰაგენიდან წამოსვლისას, სადაც კონკურსზე იმყოფებოდნენ, აეროპორტის დაცვასთან პრობლემა შეექმნა ჯულიანას. აღმოჩნდა, რომ იმის გამო, რომ ჯულიანა სროლითაა გატაცებული, ერთ-ერთმა კონკურსანტმა მას ტყვია აჩუქა, რაც თვითმფრინავში ატანისას სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჯულიანა იხსენებს, რომ ატყდა განგაში, მივარდნენ მას და ჰკითხეს, რა ედო ჯიბეში და როცა აღმოაჩინა, რომ ნაჩუქარი ტყვია ჯიბეში ჰქონდა, აღარ იცოდა რა ექნა.
„ბორკილები დაადეს, ციხეში მიყავდათ. მოგვარდა ისე, რომ ჯულიანას ხელწერილი დააწერინეს, რომ შემდეგში საზღვარზე იარაღით და ტყვიით აღარ იმგზავრებს“, – განაცხადა ოთომ.