“იყო მცდელობა ჩემთვის ჯადოს გაკეთების. თილისმა გამიკეთეს, ვითომ კეთილი მიზნებით და მომცეს…” – რას ყვება ია ფარულავა

0
404
19 Views

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ამბობს, რომ მას ჯადო გაუკეთეს.

“იყო მცდელობა ჩემთვის ჯადოს გაკეთების. ერთი წლის წინ მოხდა ეს ამბავი. თილისმა გამიკეთეს, ვითომ კეთილი მიზნებით და მომცეს, მე მას ვატარებდი. ერთ დღეს სახლში ვიწექი და ვისვენებდი, მოულოდნელად ცუდად გავხდი, ამ დროს გავიხედე, აივანზე ყვავი დაჯდა და დაიწყო ჩხავილი. ვინც თილისმა გამიკეთა, იმ ადამიანს დავურეკე, მან მითხრა ლათინურად ეს სიტყვები წარმოთქვიო.

ვიგრძენი, რომ ეს არ იყო კეთილი განზრახვით გაკეთებული თილისმა, უცბად ტარიელს გავძახე ფსალმუნები წამიკითხე და რამე დამიკარი მეთქი. მოვიდა, ფსალმუნები წამიკითხა, მერე დამიკრა და აზრზე მოვედი.

ამის შემდეგ თილისმა მტკვარში გადავაგდე, იმ ადამიანს კი არ დაემართა კარგი რამ”, – აცხადებს ია ფარულავა.

Cesko