ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
უფრო დეტალურად ამ 1-2 დღეში
დავწერ:
(ა) რა უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას ჩინეთი, –
მისი გამოცდის საკითხი ტაივანია:
თუ ჩინეთი სწორ გზას ვერ გამონახავს, –
მისი დაშლა-დაკნინება გარდაუვალი იქნება.
მე-19 ს-ის ორი ომი – ე.წ. “ოპიუმის ომები” –
დასაწყისი იყო არა მხოლოდ ცინის იმპერიის მზის ჩასვენებისა (ამ დროს ჩინეთი აბსოლუტურად თვითკმარი ქვეყანა იყო და მისი მშპ შეადგენდა მსოფლი ეკონომიკის 25%-ს), არამედ, ჩინეთის კოლონიალიზაციისა!
ახლა ჩინეთი უარესი საფრთხის წინაშეა.
(ბ) არანაკლები საფრთხე ელოდება რუსეთს და აქაც
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს რუსეთი: მისი გამოცდა უკრაინით ხდება, მაგრამ არა ომის
გზით! არა! მისი გამოცდა გლობალური საფრთხის შექმნის გზით ხდება – რა რეაქცია ექნება რუსეთს. ამოსავალი არა საომარი ოპერაციებია, არამედ, ზაპოროჟიეს ატომური სადგური! ერთი სისუსტე რუსეთმა უკვე გამოიჩინა:
მას სურს ჯერ კიდევ არსებული სტრუქტურებით შეაჩეროს აეს-ზე შეტევები. თუ იქ ტრაგედია მოხდა, ნახევარი ევროპა და რუსეთის დასავლეთ ნაწილმა ჭირი წაიღო! არც სხვა ქვეყნებს აქეთ დაადგება კარგი დღე!
აშშ-მ გამოსცადა საკონტინენტთაშორისო რაკეტა, მართალია ქობინის გარეშე, – მაგრამ გამოსცადა, რაც ორჯერ გადადო დღემდე. არის სხვა ნაბიჯები და შემოდგომის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია სულ მეტად იძაბება!
რამდენიმე დასავლური სერიოზული გამოცემა ერთი ერთმანეთზე ღრმა და ძალზე საშიშ დასკვნებამდე მიდის!
უკვე ყველაფერი ცნობილია უკრაინის კონფლიქტის შესახებ, მაგრამ საკუთრივ უკრაინა არ არის სუბიექტი –
უბრალოდ, საშუალებაა!
ჩინეთზე და რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება:
ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკის
სამი მთავარი მოთამაშიდან ყველა პროცესშია!
ვინ რას გათვლის და ვის რა შეუძლია რეალურად!
აი, ამოსავალი!
ეს ბრძოლაა არა დამარცხებაზე მოწინააღმდეგისა,
არამედ – განადგურებაზე!
ერთხელ და სამუდამოდ განადგურებაზე!
სულ ეს იყოს ჯერ!