ხალხის მტრად ქცეული ქვეყანა – “ამ ქვეყანას სძულს და ეზიზღება საკუთარი ხალხი. ეს ქვეყანა არ არის- ეს იმედების სასაფლაოა!!!”

0
3159
22 Views

ფოტო: თემატური

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში აქტუალურ გზავნილს ავრცელებს:

“ხალხის მტრად ქცეული ქვეყანა”
———————————‐—–‐—————————-
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწუმნდები, რომ ეს ქვეყანა(ე.წ. მთავრობები) ვერ იტანს, ამ ქვეყანას სძულს და ეზიზღება საკუთარი ხალხი.
ეს ქვეყანა არ არის-
ეს იმედების სასაფლაოა!!!
ერთი ფაქტი-
ახლა თხილის სეზონია. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის თხილი, უმნიშვნელოვანესი პროდუქტია..
შარშან ამ დროს, თხილის ფასი იყო 4 ლარი..
ახლა მისი ფასი 2 ლარია.. ო რ ი ლარი..
არადა, შარშან ამ დროს, სასუქი ღირდა 40 ლარი, წელს მისმა ფასმა მიაღწია 75-80 ლარს. ამ პროპორციით რომ ვიანგარიშოთ, თხილის ფასიც უნდა გაორმაგებულიყო და მისი ფასი საშუალოდ 7-8 ლარი უნდა გამხდარიყო.
წელს ისეთი მდგომარეობაა, რომ ფერმერს, მუშების დაქირავებაც კი არ უღირს, რომ მოსავალი მოკრიფოს..
მან შარშანდელთან შედარებით, ყველაფერში-სასუქები, წამლები, მცენარის დაცვის სხვა საშუალებებში- გაორამგებული ფასი გადაიხადა..
პროდუქციის ფასი კი შარშანდელთან შედარებით – განახევრდა..
და ეს არ არის უბრალოდ ფაქტი- “წელს თხილს ფასი არა აქვს”..
ამის მიღმა
უამრვავი ადამიანური ტრაგედიაა..
უამრავი გაცამტვერებული იმედია.. უამრავი წრფელი.. უსუსურობისგან წამსკდარი, ჩუმი ცრემლებია..
აბა რომელ ლოგიკაში ჯდება ფაქტი, რომ ყველაფრის ფასი გაიზარდა, აბსოლუტურად ყველაფრის და მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის ფასი ეცემა?!
ვინ დამაჯერებს იმაში, რომ ეს არ არის ორკესტრირებული?!
რომ ფასის ამ დონემდე “შენარჩუნებაში”, ე.წ. ატკატებს არ იღებენ, სულაძაღლებული ჩინოვნიკები, ბიზნესმენებად წოდებული სპეკულიანტებისგან?!
და ეს ხდება
პერიოდულად..
პერმამენტულად..
სწორედ სეზონის დროს..
და ეს არ არის მხოლოდ ერთი სფერო, სადაც მსგავსი მახინაციები ხდება..
რა არის ეს, თუ არა ზიზღი საკუთარი ხალხისა, ქვეყანის (ე.წ. მთავრობების) მხრიდან, რომელიც ამას
“ვერ ამჩნევს”,
“ვერ არეგულირებს”,
“ვერ აკონტროლებს”?!
ქვეყანა ფაქტიურად საკუთარ ხალხს მ ტ რ ა დ ექცა!!!
გასაგებია, რომ კოლონიური მმართველობა გვაქვს, მაგრამ საკუთარი ხალხი, ასე არ უნდა გეზიზღებოდეს..
პ.ს. როგორც ჩანს, მარტო კოლონიური მმართველობა არ არის ამის მიზეზი.. კიდევ სხვა დინებებია აქ..მაგალითად, ჩვენი შიდა უბედურებები..შიდა სიმახინჯეები..შიდა გაუტანლობები..
როცა გურიელი, დადიანს ესხმოდა, დადიანი იმერეთს, იმერეთის მეფე ქართლს, და როცა ამ პატარა ქვეყანაში 3 მეფე და რამდენიმე მთავარი გვყავდა..რომლებიც ერთმანეთის ქიშპობა-გაუტანლობაში “ატარებდნენ დროს”.. ჩვენ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, ჩვენს შიდა სიმახინჯეებზე!!!

Cesko